„მრავალფეროვანი ქუდები კი მიყვარს, მაგრამ ის მე არ ვარ“ – „ჯემიროქუაის“ სოლისტი კაპიტოლიუმში შეჭრის ბრალდებას უარყოფს

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეთა შორის გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც მთელი სხეული ტატუებით ჰქონდა დაფარული, თავზე კი ბეწვის ორიგინალური სტილის ქუდი ეხურა. საზოგადოებამ ის „ჯემიროქუაის“ სოლისტს, ჯეისონ „ჯეი“ კეის მიამსგავსა.

თუმცა, ცოტა ხნის წინ,  მომღერალი საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ჩაერთო და განაცხადა, რომ ის მხარს დონალდ ტრამპს არ უჭერს და შესაბამისად აქციაზე ვერ იქნებოდა.

„მრავალფეროვანი ქუდები კი მიყვარს, მაგრამ ის მე არ ვარ“, – განაცხადა 51 წლის არტისტმა.

ასევე იხილეთ