“პირველად სიტყვა “მიყვარხარ“ მესიჯით მომწერა”

მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ტელეჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე დღეს ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ, ისინი ზუსტად 8 წლის წინ დაქორწინდნენ.

წყვილის ურთიერთობა სავსეა სიურპრიზებით. ორივეს დღის დატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ ერთმანეთისთვის მაინც იცლიან და მათო ქორწინებაც ძალიან ბედნიერია.

როგორც ნუცა ამბობს, მეუღლესთან არასდროს არ კამათობს, რადგან თითქმის იდენტური შეხედულებები აქვთ და პირველ რიგში, მეგობრები არიან.

ნუცამ ჟურნალ სარკესთან, ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს.

– როგორ გახსენდებათ ის დღე, როცა პირველად გამოგიტყდათ სიყვარულში აჩიკო?

– ბევრი არ უწვალია, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ჩვენ მივხვდით, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაბედნიერებდა. პირველად სიტყვა „მიყვარხარ” მესიჯით მომწერა.

– როგორ გახსენდებათ 8 წლის წინ თქვენი ოჯახური ცხოვრების დაწყება და რა შეიცვალა ურთიერთობაში ამ ხნის განმავლობაში?

– ბევრი არაფერი შეცვლილა. ქორწინებიდან 8 წლისთავზე კიდევ უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი და კიდევ უფრო მეტად ვისწავლეთ ერთმანეთის დაფასება.

აჩიკო ძალიან ყურადღებიანი ქმარია. მისთვის არ არსებობს ჩვეულებრივი დღეები, უყვარს ადამიანების გახარება. მუდმივად ცდილობს, მასიამოვნოს და ყოველთვის ზუსტად იცის, რა მჭირდება.

– ნუცა, ტელევიზიის გარდა, სხვა საქმითაც ხართ დაკავებული?

– რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ ერთდროულად და თითოეული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მაქვს საკუთარი სარეკლამო ივენთკომპანიაც, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს.

ნუცა ქრონიკის წამყვანია, თუმცა ფეხმძიმობის გამო დროებით არ მუშაობს.

„გაქრობას რაც შეეხება, პირველ რიგში, ყველა მაყურებელს მადლობას ვეტყვი, ვინც ერთი მესიჯი მაინც გამომიგზავნა. გულწრფელად ვამბობ, არ მეგონა, რომ ამდენი გულშემატკივარი მყავდა. ბედნიერი ვარ. ხშირად მწერენ მოსაზრებებს, ალბათ, პოლიტიკური შეხედულებების გამო გამიშვეს სამსახურიდან, რომ ჩემი მეუღლე სხვა არხზე მუშაობს, მაგრამ მაქვს საპატიო მიზეზი, ჩემთან ორმაგი კარანტინია, ორის მაგივრად ვარ კარანტინში. მეუღლისა და ჩემი ბრალეულობა არის ის, რომ მე და აჩიკო ველოდებით ბავშვს და ვეცადე, რომ ყველაფრისგან იზოლირებული ვყოფილიყავი“- ამბობს ნუცა ქავთარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ასევე იხილეთ