“დღეს მე და შენ ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, გავერთეთ და ბოლოს ეს საშინელება მოხდა”

გარდაცვლილი 16 წლის მოზარდს მარიამ სოლოღაშვილს სოციალურ ქსელში მეგობარი ემოციურად ემშვიდობება.

“ჩემო უახლოესო მეგობარო, კლასელო და ყველაფერო, შენ იყავი და იქნები სამუდამოდ ჩემს გულში❤️მახსოვს როგორი იმედები გქონდა 2021 წელზე, როგორი მიზნები გვქონდა ერთად, როგორ გვინდოდა ბევრი რამე გაგვეკეთებინა, როგორ მპირდებოდი, რომ შენი შვილის ნათლია უნდა ვყოფილიყავი. და ჩვენი მთელი ცხოვრება მუდმივად უნდა გვქონოდა უწყვეტი ურთიერთობა❤️ დღეს მე და შენ ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, გავერთეთ და ბოლოს ეს საშინელება მოხდა. ვერ ვიჯერებ! ვერც იმას ვიჯერებ ახლა ამას რომ ვწერ მაგრამ თითქოს ამით შენ გესაუბრები და თავს ვიმშვიდებ.
გპირდები რომ აუცილებლად გავაკეთებ იმას, რაშიც მხარს მიჭერდი მუდმივად და ყოველთვის მემახსოვრები, როგორც თბილი, კეთილი, მზრუნველი, მეგობრული, უბრალო და ულამაზესი ადამიანი❤️მიყვარხარ”

ასევე იხილეთ