“სხვებს რატომ თხოვთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილ პატრიოტულ ხაზს უნდა გაყვნენ უპირობოდ?!”

მომღერალი ქეთათო პოპიაშვილი ეხმიანება ნინო ანანიაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს:

“ასე რატომ უნდა გვაღელვებდეს და გულთან ახლოს მიგვქონდეს ვინ სად იმუშავებს არ მესმის, მითუმეტეს გვიხაროდეს, თუ კონტრაქტს უუქმებენ ადამიანს?! არამგონია ვინც ამდენს ქილიკობთ, კარგად გქონდეთ გასიგრძეგანებული ამ ადამიანის პროფესიონალიზმი და რაც მთავარია კარიერული გზა.

სხვებს რატომ თხოვთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილ პატრიოტულ ხაზს უნდა გაყვნენ უპირობოდ?! ერთადერთი შეიძლება გული დაგვწყდეს,მაგრამ საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი სხვის, შესაძლო არამიზანშეწონილ არჩევანზე ქილიკს არ დაიწყებს.

ამდენი ვაი უშველებელი, რაც ტრიალებს მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების გადმონაშთის გამოვლინებაა, სტერეოტიპული აზროვნების და სურვილის, რომ ახალი მტრის ხატი გააჩინო, რომელსაც სიამოვნებით გადათელავ და ამით შენს ეგოს ,,აიმაღლებ.”

ყველას კარიერულ წინსვლას ვუსურვებ, ჩვენს ქვეყანაში, მის ფარგლებს გარეთაც-ევროპაში, ამერიკაში, აფრიკაში, ყველგან, სადაც შევძლებთ რეალიზაციას და ჩვენი ქვეყნის სახელის გატანას.  რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%  სხვისი ლანძღვის ხარჯზე საკუთარი ეგოს ფხანა ტეხავს!”- წერს ქეთათო პოპიაშვილი.

ასევე იხილეთ