როგორ მღერის ლელა წურწუმიას შვილი – ნახეთ ვიდეო

მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მისი ქალიშვილი, მარიკო დეიდაშვილთან, კაკისთან ერთად მღერის.

ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ლელას გამომწერებმა მარიკოს ხმა და შესრულება მოიწონა.

მომღერალ ლელა წურწუმიას და პროდუსერ კახა მამულაშვილის (მამულიჩას) შვილი მარიამ მამულაშვილი 18 წლისაა. ის ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. არ გამოირჩევა სოციალურ ქსლებში აქტიურობითა და ზოგადად ეპატაჟურობით.

თუმცა მარიკო მედიის ყურადღების ცენტრში მოქცევას მაინც ახერხებს. მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი გახდა რომ ის, მოცეკვავე თორნიკე წერეთელზე არის შეყვარებული.

ასევე იხილეთ