ქართველების ღირსეული საქციელი: „ასე ეხმარებიან ჩვენი ექიმები მოწინააღმდეგეებსაც“

ქართული სპორტული მედიცინის ასოციაცია სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ უკერავს ყურს ქართველი ექიმი ტატო გრიგალაშვილის მიერ დამარცხებულ მოწინააღმდეგეს.

„ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურა კახაბრიშვილი ტატო გრიგალაშვილის მიერ დამარცხებულ ფრანკ დე ვიტს ყურს უკერავს.

ჰოლანდიელმა დაზიანება ფინალურ დაპირისპირებაში მიიღო.

ასე ეხმარებიან ჩვენი ექიმები მოწინააღმდეგეებსაც“, წერენ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებული გახდა.

ასევე იხილეთ