“ვის ფულებს თვლით თქვე ფარჩაკებო?!”

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც ბიძინა ივანიშვილის პირად ქონებას ითვლის და აკრიტიკებს:

“ვის ფულებს თვლით თქვე ფარჩაკებო?! იქნებ დაწეროთ ვის რა გაგიკეთებიათ თქვენი ქვეყნისთვის? ხომ ჩაგიტარათ ფინ ფან-ფო და დაგამთავრათ უმრავლესობა.

არ უნდა იყო ადამიანი უმადური და დაუნახავი. კი ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა გქონდეს, უნდა აღიარო ის, რაც გაკეთდა ან გაჩუმდე, არაფერი თქვა, ან იყო, ან არ იყო მადლიერი ბიძინასი და მისი ოჯახის მიმართ. წერტილი.”- წერს დავით ოქიტაშვილი.

ასევე იხილეთ