კანადელმა ძაღლს მაცივრის გაღება და ლუდის მოტანა ასწავლა (ვიდეო)

კანადის ქალაქ ონტარიოში მცხოვრებმა მენეჯერმა მაიკ ანტონიეტიმ საკუთარ ძაღლს მაცივრის გაღება და ლუდის მოტანა ასწავლა. ამის შესახებ გამოცემა The Daily Mail-ი წერს.

მაიკი თავის ძაღლს, 8 წლის უორვიკს სამი თვის განმავლობაში წვრთნიდა. მისი განცხადებით, ყველაზე რთული იყო ძაღლისთვის იმის სწავლება, რომ ძაღლს ლუდის ქილა კბილებით არ დაეზიანებინა.

წვრთნის პროცესში ძაღლი ხშირად ცდებოდა და ერთხელ ლუდის ნაცვლად ყველი მოუტანა, ახლა კი ბრძანებას იდეალურად ასრულებს. მაიკ ანტონიეტი აცხადებს, რომ უორვიკის უნარებით პირველივე პაემანზე თავისი მომავალი ცოლი მოხიბლა.

ასევე იხილეთ