“მშობლებმა საქორწინო ბეჭედი გაყიდეს, მას რომ ესწავლა”

ჟურნალისტი გიორგი სირაძე სოციალურ ქსელში წერს:

აქვს მას ერთი საკრალური ისტორია, რომელიც მისი პიროვნების ფუნდამენტია – ფესვებია, რომელსაც ყოველ ჯერზე ეჭიდება, მიზეზია, რის გამოც თავის მშობლიურ მხარეს არასდროს შორდება და საბაბია, რატომაც ქვეყანას ემსახურება. ესაა ერთწინადადებიანი ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრებაა და რომელმაც აქცია იმად, რაც არის – როცა პატარა ოყო, მშობლებმა საქორწინო ბეჭდები გაყიდეს იმისთვის, რომ მას ინგლისური ესწავლა… ასე იწყება ადამიანების თავდადებასა და სიყვარულში გაზრდილი, თავდაუზოგავ შრომასა და უკეთესობისთვის ბრძოლაში გამობრძმედილი ბიჭის ისტორია… ასეთია გზა გურიიდან საქართველოს მთავარ კანონმდებლამდე, რომლის გახსენებისას, ყოველთვის თვალზე ცრემლი ადგება და სწორედ ამ გულწრფელი ექსპრესიით წარმოადგენს ხალხს იქ, სადაც ყველაზე მთავარი მაინც ადამიანების სიყვარულია. კარგად იცის – როცა გიყვარს, როცა შრომობ და როცა მართალი ხარ, შეუძლებელი არაფერია…

P.S. მე ამ ფოტოსიც საოცრად მჯერა, რადგან სულ მახსენდება ჩემი მეგობრის, თეა პერტაიას მიერ მოყოლილი ერთი ისტორია – ბაკურიანში შემთხვევით არჩილს შეხვდა და აღმოაჩინა, რომ გმირულად დაღუპული პოლიციელის გოგონას, რომელიც შსს-ში მუშაობისას, მამის მაგივრად სკოლაში პირველად წაიყვანა, წლების შემდეგაც, შვილივით პატრონობდა და ეფერებოდა… ასე ჩუმად, უთქმელად… ოჯახთან ერთად კურორტზე ჩამოეყვანა და მშობლიურ მზრუნველობას არ აკლებდა. ადამიანები მხოლოდ ასეთ ნამდვილ ისტორიებს იმახსოვრებენ, არც მე ვარ გამონაკლისი… და რადგან ჟურნალისტიც ვარ, ერთგვარი ვალდებულებაცაა, მოვყვე, გავაზიარო – თანადგომა, როგორც მოთხოვნილება და არა ვალდებულება, სიყვარული, როგორც ძალიან ორგანულის გაზიარება და გზა, რომელიც სუფთაა… არჩილ, დაბადების დღეს გილოცავ!”, – წერს გიორგი სირაძე.

ასევე იხილეთ