“პირდაპირ ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს სამოქალაქო თავგანწირვის მაგალითი”

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“პირდაპირ ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს სამოქალაქო თავგანწირვის მაგალითი. ალექსეი ნავალნი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, აკრძალული საწამლავით, ფაქტობრივად მოკლა პუტინმა, მკვდრეთით აღდგა და დაბრუნდა რუსეთში. კომფორტული გერმანიიდან ბოროტების იმპერიაში გაფრენისას თქვა, რომ ის რუსეთის მოქალაქეა და ვერავინ აუკრძალავს სამშობლოში დაბრუნებას. ასე იბადებიან გმირები. რა სამწუხაროა, რომ ალექსეი ნავალნის სულაც არ უყვარს ქართველები ( ან რატომ უნდა უყვარდეს), თუმცა ეს ამ შემთხვევაში მის გმირობას სულაც არ აკნინებს, რადგან ჩემი მტერის მტერი, ჩემი მეგობარია. პუტინზე დიდი მტერი კი ქართველებს არ გვყავს”

ასევე იხილეთ