“აი, ეს ხომ ნამდვილად არაა მთავრობის ბრალი?! აქ უნდა აცხოვრო ამის გამკეთებლები!“

ჟურნალისტი, ნინო სტურუა, სოციალურ ქსელში თბილისში, ბოლქვაძის ქუჩის კუთხეში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ქუჩაში დაყრილი ნაგავი ჩანს.

„აი, ეს ხომ ნამდვილად არაა მთავრობის ბრალი?! აი, აქ უნდა აცხოვრო ამის გამკეთებლები!“, – წერს ჟურნალისტი ნინო სტურუა და ამავე ოსტში განმარტავს, რომ ნაგვის კონეინერი ქუჩის მეორე მხარესაა, სადაც მოქალაქები არ გადადიან ნაგვის დასაყრელად.

„ეს ფოტო ბოლქვაძეზე, პაპა კარლოსთან არის გადაღებული, არადა პაპა კარლოს მეორე გვერდზევეა ბუნკერები“.

პოსტი კომენტარებში ჟურნალისტის მეგობრები წერენ:

„მაგაზე უნდა აჯარიმონ და არა 2 სანტიმეტრით ჩამოწეულ ნიღაბზე“.

„ჩემმა მეუღლემ მისცა შენიშვნა ერთ ქალბატონს, მანდ რატომ ყრითო? აქ იდგაო ადრეო და კეთილი ინებონ და დააბრუნონ ბუნკერებიო“. – წერენ ნინოს მეგობრები.

 

ასევე იხილეთ