ულამაზესი სოპრანო, ნინო მაჩაიძე ახალშობილ გოგონასთან ერთად პირველ ფოტოს აქვეყნებს

წარმატებული საოპერო მომღერალი, სოპრანო ნინო მაჩაიძე, რომელიც იტალიაში მეუღლესთან, გუიდო ლოკონსოლოსთან ერთად ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ მეორედ გახდა დედა. მას ბიჭუნას, ალესანდროს შემდეგ, გოგონა, ელენა შეეძინა.

ელენასთან ერთად პირველი ფოტო ბედნიერმა დედიკომ ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვა მიიღო.

ნინო მაჩაიძე ორსულობისას ძალიან კარგ ფორმაში იყო და როგორც ფოტოზე ჩანს, მშობიარობიდან რამდენიმე დღის შემდეგაც, არაჩვეულებრივად გამოიყურება.

“ეს ბედნიერებაა”, დააწერა მომღერალმა ფოტოს.

ასევე იხილეთ