თემურ წიკლაური დღეს 75 წლის გახდა – მომღერალი ისევ გორის ჰოსპიტალშია

დღეს პოპულარული და ყველასთვის საყვარელი მომღერლის, თემურ წიკლაურის დაბადების დღეა. ცნობილ არწივს 75 წელი შეუსრულდა.

სამწუხაროდ, ის ამ დღეს გორის ჰოსპიტალში გაატარებს. როგორც იცით, მომღერალს თვეზე მეტია, კორონავირუსით გართულებაზე მკურნალობენ, მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ მისი რეანიმაციაში გადაყვანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება გახდა საჭირო. მომღერალს პრობლემა ფილტვებზე შეექმნა.

როგორც მისი ახლო მეგობარი, ნუგზარ კვაშალი მედიასთან აღნიშნავს, ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ახლობლები მაინც იმედიანად არიან განწყობილნი.

მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა მომღერალმა ქეთი წიკალურმა. ფოტოს, რასაკვირველია, ბევრი დადებითი გამოხმაურება და თბილი სიტყვები მოჰყვა.

ასევე იხილეთ