გერმანიის ქალაქში უსახლკაროებისთვის სპეციალური კაფსულები დადგეს

გერმანიის სამხრეთში, ქალაქ ულმში უსახლკაროებისთვის სპეციალური კაფსულები შექმნეს, რომლებიც თბება და საწოლით არის აღჭურვილი.

ცივი ზამთრის პირობებში თბილ კაფსულას უსახლკაროებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. მოწყობილობაში ორი ადამიანი ეტევა, უსაფრთხოების მიზნით შიგნიდან ჩაკეტვაა შესაძლებელი. დროებით თავშესაფარს აქვს ინტერნეტი და ვენტილაცია, ყველაფერი მუშაობს მზის ენერგიაზე.

ამ ეტაპზე პროექტი საცდელ რეჟიმში მიმდინარეობს. კრეატიული პროგრამის ხელმძღვანელებს რამდენიმე კაფსულა აქვთ შექმნილი, რომლებიც ულმის სხვადასხვა ნაწილშია დამონტაჟებული

ასევე იხილეთ