“ყველა სიზმარში გემრიელად ჩამკოცნის, ჩავკოცნი, ჩავეხუტები…”

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამას გიორგი გოგიჩაიშვილს იხსენებს.

 ნანუკა გოგიჩაიშვილი ამბობს რომ, როდესაც მის ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, მას მამა ყოველთვის ესიზმრება.

„თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, სულ პატარა მამა მესიზმრება, სულ მაჩვენებს, რომ ხედავს ყველა სიახლეს, ყველა წარმატებას და განცდილ სიხარულს. ყველა სიზმარში გემრიელად ჩამკოცნის, ჩავკოცნი, ჩავეხუტები, ყველგან გრძელი თმა აქვს, თავისი ულამაზესი სახე, ღიმილით ან ქეიფიდან მოდის ან მეგობრებისგან და ისევ მიდის ხოლმე! მომინდა გამეზიარებინა, იმდენად გემრიელად მოვესიყვარულე“,– წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

ასევე იხილეთ