“Covid-19-ის ტესტის დადებითი პასუხი უკვე მეორედ მივიღე“

„ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ. დღეს Covid-19-ის ტესტის დადებითი პასუხი უკვე მეორედ მივიღე, რაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო, აღარ შემიძლია“, – წერს სოციალურ ქსელში მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი.

მისივე თქმით, იანვარში, როდესაც საქართველოდან გაემგზავრა, კოვიდზე რამდენიმე ტესტი გაიკეთა და ყოველ ჯერზე პასუხი ნეგატიური იყო, თუმცა ბოლო ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

შაბათს დავკარგე ყნოსვის და გემოს შეგრძნება. დილით როცა გავიღვიძე თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას გადავედი იზოლაციაში, გავიკეთე ტესტი და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ძლიან ვდარდობ, თუ ჩემი ძვრფასი კოლეგები დავაინფიცირე. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ ჩემ მეუღლეს ვირუსი არც ამჯერად დაუდასტურდა. ის არც პირველ ჯერზე დაინფიცირდა. მას არასოდეს ჰქონია კორონავირუსი. ამიტომ, ვფიქრობ, იქნებ არ ვარ გადამდები“, – წერს მომღერალი.

ასევე იხილეთ