“იმედია, ეს წამლები საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი”

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, წერს, რომ აივ ინფექციის/შიდსის მკურნალობის ახალი მეთოდი უკვე ხელმისაწვდომია.

„უმაგრესი ამბავია!

აივ ინფექციის/შიდსის მკურნალობის ახალი მეთოდი უკვე ხელმისაწვდომია.

გახსოვთ, 2-3 წლის წინ ჩემი მოსაზრებები?

ევროპაში გასულ თვეს და ახლა უკვე შეერთებულ შტატებში დარეგისტრირდა პრეპარატი, რომელიც თვეში ერთხელ კეთდება აივ ინფექციის სამკურნალოდ. (აივ ინფექციის/შიდსის მკურნალობის ახალი მეთოდი HIV treatment)

ეს არის როგორც სამკურნალო, ასევე პრევენციის (PREP) საუკეთესო საშუალება.

იმედი მაქვს, რომ ეს წამლები მალე საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი”,- წერს ფხაკაძე.

ასევე იხილეთ