“ხალხო, გარეჯი, სამწუხაროდ, სრულად საქართველო არ არის, ასე ინება სტალინმა”

ჟურნალისტი ნათია კობერიძე დავით გარეჯის სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით წერს:

“კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხოთ, რადგან შოკში ვარ, რას ვიფიქრებდი, თუ ამდენმა პატრიოტმა არაფერი იცოდით გარეჯზე:

გარეჯის ნაწილია მხოლოდ ჩვენს იურისდიქციაში. კიდევ ერთი ნაწილი სადავოა.
კიდევ ერთი ნაწილი აზერბაიჯანია.

ასე ინება იოსებ სტალინმა და ამ მოცემულობით დაიშალა სსრკ. აზერბაიჯანს გარეჯი ოკუპირებული არ აქვს.

ასე რომ არ იყოს, მოლაპარაკებები რაზე ხდება?! გარეჯი ჩვენს გულებშია მთლიანად საქართველო, მაგრამ, ბედის უკუღმართიბით, ისევე, როგორც საინგილო, სოჭი და რიგი ტერიტორიები, სსრკ-ში მიაკუთვნეს მეზობლებს. გარეჯი, სამწუხაროდ, სრულად საქართველო დღეს, ხალხო, დღეს, არ არის!”- წერს ნათია კობერიძე.

ასევე იხილეთ