“ამ ქვეყანაში დარჩენის აზრსაც ვეღარ ვხედავ”

ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ პოსტი:

“აი მოვედით იქ, სადაც კარგა ხანი მოვდიოდით:  კომუნიკაციების კომისიამ კანონდამრღვევად ცნო “მთავარი არხი” იმ სიუჟეტისთვის, რომელშიც ნაჩვენები იყო ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მიერ გენიტალიების მოფხანის კადრი პარლამენტის დარბაზში.

კომისიამ ჩათვალა, რომ ეს არის უხამსობა. ამ სფეროში ჩემი მრავალწლიანი ტანჯული მოღვაწეობის მიუხედავად ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ აქამდე მივიდოდით. მე ამ სფეროში ყოფნის აზრს სიმართლე გითხრათ ვეღარ ვხედავ. საერთოდ, ამ ქვეყანაში დარჩენის აზრსაც ვეღარ ვხედავ, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს.

მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს ერთხელ არ აუწევიათ უკანალი და არ გამოუჩენიათ ინტერესი, როცა ტელევიზიები ვიხვეწებოდით, ყურადღება მოექციათ და არ დავეტოვებინეთ მარტოები ბექაურის პირისპირ. მოკლედ, ან ამაზე გექნებათ სათანადო რეაქცია ყველას, ან სულ კარგად ბრძანდებოდეთ.”- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

ასევე იხილეთ