100 წლის ვეტერანი, რომელმაც ექიმებს £39 მლნ. შეუგროვა, Covid-19-ის გამო საავადმყოფოშია

კაპიტანი სერ ტომ მური საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა სოციალურ მედიაში გაავრცელა.

“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მას პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდნენ. გასულ კვირას მას კორონავირუსი დაუდასტურდა. დღემდე ის სახლში იყო, თუმცა სუნთქვისათვის დამატებითი დახმარება დასჭირდა და პალატაში გადაიყვანეს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არ არის.”

სერ ტომ მურს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთეს, რადგან პნევმონიაზე მკურნალობდნენ.

პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მას გამოჯანმრთელება უსურვა.

ასევე იხილეთ