ძაღლებმა ზვავის ქვეშ მოყოლილი პატრონები იხსნეს

შვეიცარიის მთებში, ავერისის კომუნასთან ახლოს ძაღლებმა ზვავის ქვეშ მოყოლილი პატრონები იხსნეს. ამის შესახებ გამოცემა RTL Today წერს.

გამოცემის ცნობით, გასულ კვირას დასახელებულ ტერიტორიაზე ზვავის ქვეშ ორი ადამიანი მოჰყვა. მათმა ძაღლებმა ხმამაღალი ყეფა ატეხეს და ტურისტების ჯგუფის ყურადღება მიიპყრეს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.

თოვლში ერთი ადამიანის ხელები ჩანდა, მეორეს სხეული კი ზვავმა მთლიანად დაფარა. ტურისტებმა ადამიანები თოვლიდან ამოიყვანეს და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ასევე იხილეთ