“სააკაშვილს რომ არ ჩამოექცია ქვეყნის ეკონომიკა, ბევრად ძლიერად შევხვდებოდით პრობლემებს!”

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მეტი რა გააკეთოს ამ გაჭირვებულმა ქვეყანამ, როდესაც ნამდვილი ომია პანდემიასთან?!
ხოლო ზოგიერთები, სანამ ევროპის და ამერიკის დახმარებებს ახსენებთ, ჩაგუგლეთ მათი ასობით მილიარდი და ტრილიონებიანი ბიუჯეტები, უკვე მერე შეადარეთ ჩვენ 15 მილიარდიანს…
მანამდე, სააკაშვილს რომ არ ჩამოექცია ქვეყნის ეკონომიკა, ბევრად ძლიერად შევხვდებოდით პრობლემებს!.. ეს ცნობისთვის…
ძალიან მაგარი გადაწყვეტაა!..
გიორგი გახარია – სესხის საპროცენტო განაკვეთის 80 პროცენტის სუბსიდირება, რესტორნებთან ერთად, ასევე შეეხებათ სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებს“, – წერს მანჩო გიორგობიანი.
ასევე იხილეთ