“ჩემს შვილს ინგლისურს პალატიდან უტარებდა მასწავლებელი. გვერდით მის მცირეწლოვან ბავშვს გადასხმას უკეთებდნენ”

ტელეწამყვანი ელისო ჯარიაშვილი მასწავლებლის შესახებ წერს, რომელმაც მის შვილს გაკვეთილი პალატიდან ჩაუტარა.

„აი, unicef-ის დასკვნამ ნამდვილად დამასევდიანა, – თაობებს დაეტყობა, რასაც ახლა ბავშვებს იზოლაცია უშვრებაო! მე კი დიდხანს მემახსოვრება დღევანდელი დილა… თუკი რამე აქვს პოზიტიური ონლაინ სწავლებას, ისევ მასწავლებლების გმირობის მაგალითებია, – დღეს ჩემს შვილს ინგლისურს პალატიდან უტარებდა მასწავლებელი. გვერდით მის მცირეწლოვან ბავშვს გადასხმას უკეთებდნენ.

თან ევგენიას კლასს მთელი შემართებით ასწავლიდა ახალ მასალას! ამ დროს ექიმმა შეიხედა პალატაში და ბავშვებიც გაისუსნენ “ზუმში”, მერე ვხედავდი, როგორ ამხნევებდნენ მასწავლებელს ჰაეროვანი კოცნებით, ექიმის გასვლის შემდეგ ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა, – მას, რა ამაღელვებელი მომენტია, ამეტირაო! რა კარგია, რომ არსებობენ ასეთი მასწავლებლები და ასეთი მოსწავლეები, იქნებ, გადავრჩეთ და თაობები არ დასჭირდეს ზიანის ანაზღაურებას”, – წერს ელისო ჯარიაშვილი.

ასევე იხილეთ