“კოვიდის ბოლო გაფართხალება – დღეს ვცლით Covid რეანიმაციას”

ექიმი-რეანიმატოლოგი ხათუნა მარგველაშვილი სოციალურ ქსელში კოლეგებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ კლინიკაში Covid რეანიმაცია დაცალეს.

ამასთან ხათუნა თავის თანამშრომლებს, გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის და იმედოვნებს რომ კორონავირუსი საბოლოოდ უახლოეს მომავალში დამარცხდება.

„ესეც კოვიდის ბოლო გაფართხალება, დღეს ვცლით Covid რეანიმაციას, იმედი გვაქვს სამუდამოდ… უღრმესი მადლობა ჩვენს ყველა უმცროს ექიმს, ექთანს, ექთნის დამხმარეს, სანიტარს გაწეული უდიდესი, თავდაუზოგავი შრომისთვის!“ – წერს ხათუნა მარგველაშვილი.

ასევე იხილეთ