დღეიდან ბელგიაში “ვაქცინის ტორტის“ გაყიდვა დაიწყო

ბელგიაში „ვაქცინის ტორტის“ გაყიდვა დაიწყო. საკონდიტრო ფირმამ ასე აღნიშნა ბელგიის სამეფოში ვაქცინაციის მესამე ფაზის დაანონსება.

ქვეყანა 2021 წლის 1 მარტიდან ვაქცინაციის ცენტრების გასახსნელად ემზადება, სადაც 65 წელს ზევით მყოფი ადამიანების იმუნიზაცია დაიწყება და ასევე ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინით ასაცრელად ეპატიჟებიან 45 წელს ზევით ასაკობრივ ჯგუფში მყოფ პაციენტებს, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.

დღეს ბელგიაში COVID19-ის 2 452 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 44 ადამიანი. როგორც კრიზისის ცენტრში განაცხადეს, კორონავირუსის ახალი შემთხვევების 16 % ბრიტანული შტამია. ქვეყანაში ზაფხულის ბოლომდე მოსახლეობის 75 % -ის აცრას აპირებენ.

ასევე იხილეთ