“როგორ გაუძელით ამას… თავი ვერაფრით დავიწყნარე”

გუშინ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ფილმ “შინდისის” სატელევიზიო პრემიერა შედგა. ფილმი აგვისტოს ომში განვითარებულ მძიმე მოვლენებს ასახავს.

სოფელ შინდისთან, გმირმა ქართველმა მებრძოლებმა, სამაგალითო თავგანწირვა აჩვენა მტერს. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს კი საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ფილმში ამ შეტაკების გარდა, სოფლის მოსახლეობის გმირობაც არის ნაჩვენები.

როგორც პროექტ “შინდისის” ავტორი და პროდიუსერი, ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, “რუსთავი 2”-მა სატელევიზიო პრემიერისთვის, საკუთარი ინიციატივით, მის შემქმნელებს 5 ათასი ლარი გადაუხადა.

ეს თანხა სრულად ირიცხება სოფელ შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ფონდში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენ უკვე დავიწყეთ შინდისის ტაძრის მოხატვა, საკურთხეველი უკვე დასრულებულია, ტაძრის ხატწერა გრძელდება და ჩვენ მიერ დადებული პირობის თანახმად, ამ რთულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საქმეს, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ!
შეგახსენებთ, რომ შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ეძღვნება – “ყოველთა ქართველთა და ოსთა ბრძოლოს ველზე მომწყდართა სახელის ხსოვნას”, – 2013-2014 წლებში საკუთარი სახსრებით ააგო კახა კალაძემ!” – წერს მინაშვილი “ფეისბუქზე”.

ფილმის შესახებ თავის ემოციებს, სოციალური ქსელში, მაკა შალიკაშვილი გვიზიარებს.

მაკა შალიკაშვილი: – ზუსტად ვიცოდი, რაც დამემართებოდა “შინდისის” გმირების ყურების დროს და შემდეგ, (ამიტომ ვწელავდი და ვდებდი ყურებას) მაგრამ ჩემი ემოცია და საშინელი გულის ბაგი-ბუგი რა მოსატანია იმასთან, რაც მოხდა და რაც მერე მსახიობებს დაემართათ თამაშის დროს… ამას თამაშსაც ვერ დავარქმევ. როგორ მესმის თითოეული მსახიობის, რომელიც გუშინ ფილმში ვიხილე.

როგორ გაუძელით ამას, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მეგობრებო, კოლეგებო! გადამღები ჯგუფის თითოეული წევრი ჩემთვის გმირია. მთელი ფილმის მანძილზე თავი ვერაფრით დავიწყნარე, ვერ დავიმშვიდე, ვერ ვუთხარი თავს – “კარგი მაკა, დამშვიდდი, ეს ხომ ფილმია, მხოლოდ ფილმი “…. ეს მართლა იყო ჰო… იესო ქრისტეც მართთლა იყო, მართლაა… ეს ჩვენ მართლა დაგვემართა…

მ ა რ თ ლ ა…

ჩემო უსაყვარლესო დიტო, აი… როგორ გითხრა სიტყვა “გილოცავ “. ვერ გეტყვი… უბრალოდ, ჯანმრთელობას და გაძლებას გისურვებთ, და გაგიმარჯოთ ყველას, ვინც მე გუშინ ფილმში გილიხეთ, ვისაც ეს აზრად მოგივიდათ , დარწმუნებული ვარ რამდენი სიძნელე შეგხვდებოდათ. და გაგვიმარჯოს!!!!
დიდება გმირებს!..

ასევე იხილეთ