“არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!”

18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა. წასვლის მაქსიმალური დრო უნდა განისაზღვროს 1 წლით, – ამის შესახებ ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი:

18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!

წასვლის მაქსიმალური დრო უნდა განისაზღვროს 1 წლით!!

გაივსო ქვეყანა…. საშოვარზე გადაკარგული დედების მიერ უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით!!

ისინი შემდგომ ან ოჯახური, ან გოგონები ვინმე მამაკაცის სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ან ცუდ წრეში ვარდებიან: ნარკომანდებიან, აზარტულ თამაშებს ეძალებიან, სწავლა განათლებაც გვერდით რჩებათ, ხშირად ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ ან უარეს შემთხვევაში, მიტოვებულნიმარტოსულნი და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს!!!

არანაირი თვეში 800€ და ვიღაც იტალიელი და ბერძენი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევა არ ღირს საკუთარი შვილის გაუბედურებადბოლობოლო უნდა დავემსგავსოთ ქვეყანას და უნდა დაენიშნოს 18 წლამდე მოზარდის მშობელს თვეში მინიმუმ 1000-ლარიანი დახმარება!!!

პარლამენტარებო! მოიკელით გეთაყვა ისედაც გაბერილი ხელფასები და პრემიები და იზრუნეთ ჯანსაღი თაობის აღზრდაზე მათ მშობლებთან ერთად! მორჩა,“ – წერს თამარ ივერი.

ასევე იხილეთ