ბილ გეიტსის ქალიშვილმა მამამისსა და კოვიდვაქცინის შესახებ გავრცელებულ შეთქმულების თეორიაზე იხუმრა

კომპანია Microsoft-ის დამაარსებლის, ბილ გეიტსის უფროსი ქალიშვილი კოვიდვაქცინით აიცრა. ინექციის გაკეთების შემდეგ მან „ჩიპირების“ თემაზე იხუმრა.

„სამწუხაროდ, ვაქცინით ვერ მოხერხდა ჩემი გენიალური მამის ტვინის გადმონერგვა ჩემს ტვინში. ნეტა ეს შეიძლებოდეს“, – განაცხადა ჯენიფერ გეიტსმა.

კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზევე გავრცელდა შეთქმულების თეორია იმის შესახებ, რომ ვირუსის შექმნაში ბილ გეიტსის ხელი ერია. ე.წ. „შეთქმულების თეორიის“ მიმდევრები ირწმუნებიან, რომ მილიარდერს ვაქცინის დახმარებით ადამიანების ჩიპირება სურს, რათა მათზე გლობალური თვალთვალი განხორციელდეს.

ასევე იხილეთ