“ტრანსპორტი ვინ უნდა აკონტროლოს, ხალხმა?”

დაამატეთ და აკონტროლეთ, ხალხს თავისი გასაჭირიც ეყოფა!, – ამის შესახებ პროდიუწერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ეხლა ვუსმინე სკოლები და ტრანსპორტი საყურადღებოა და მკაცრი კონტროლიო, სკოლას კი ბატონო აკონტროლებენ და აი ტრანსპორტი ვინ უნდა აკონტროლოს, ხალხმა?

დღეს ჩემი დამხმარე მოვიდა, შუშაზე აქვს აწეპებული ხალხს სახე იმდენი მგზავრიაო და ეგ ხალხმა როგორ აკონტროლოს?

დაამატეთ და აკონტროლეთ, ხალხს თავისი გასაჭირიც ეყოფა! გუშინ საათ ნახევარი სამარშრუტოთი საცობში ვიდექიო და რა საქმეზეც იყო, დააგვიანდა და უკან გამობრუნდა. კიდევ საათ ნახევარი დაჭირდა 20 წუთის სავალ გზაზე! ეს კომენდანტი გადაწიეთ ბატონო, ისედაც განერვიულებული ხალხი ასეთ დღეში რომ არ ჩავარდეს და მთელ  დღეს საცობში არ ატარებდნენ!

მართლა უკვე ვის შევჩივლოთ ამბავში ვართ მგონი!”, – წერს ნატო დუმბაძე.

ასევე იხილეთ