“მიეცით უფლება თქვენს შვილებს, რომ ქორწინებამდე ჰქონდეთ სექსი და თავად გადაწყვიტონ, გათხოვდებიან თუ არა!”

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეს ეხმაურება.

„ხალხი რას იტყვის, ხალხი რას იტყვის! ამ ხალხი რას იტყვის გამო, ცემაში კლავდნენ 14 წლის ბავშვს. ნეტავ როდის ვნახავ საქართველოს და ქართველ ხალხს მენტალურად შეცვლილს!

დღეს, თანამედროვე ბავშვები მალე მწიფდებიან და მალე ხდებიან სქესობრივად აქტიურები. ზუსტად არ ვიცით ხომ, იმ 23 წლის ბიჭმა ნამდვილად გააუპატიურა თუ მათ სიყვარულით გააკეთეს ყველაფერი?!

თუ გაუპატიურება იყო, მაშინ ის ბიჭი ციხეშია ამოსალპობი, ხოლო თუ ერთმანეთი უყვარდათ, დიდი ამბავი რომ ქორწინების გარეშე სექსი ჰქონდათ.

გოგონა უფრო მალე მწიფდება ვიდრე ბიჭი.

არ „ტეხავს“, რომ ჩვენს შვილებს ქორწინების გარეშე ჰქონდეთ სექსი. ადამიანს როგორც ჭამა უნდა, სმა, ისე უნდა სექსი. ეს არის ბუნებრივი მოვლენა და სირცხვილი არ არის!

აბა, ის არის კარგი, ამის გამო 14 წლის ბავშვს რომ ვკლავთ? წინ ხომ დიდი და ლამაზი ცხოვრება ელოდებოდა.

კარგით რა ხალხო, გეყოთ! გამოდით მაგ საბჭოური, ჩაკეტილი აზროვნებიდან. ქალიშვილობა არაფერია, მთავარი ბედნიერებაა. 21-ე საუკუნეში ტეხავს იმაზე ფიქრი, რომ ქალიშვილი მოიყვანოს შვილმა ცოლად და თუ ქალი ქალიშვილი არ არის, ესე იგი ბოზია!

ასეთი აზროვნებით შორს ვერ წავა ჩვენი ქვეყანა. მიეცით უფლება თქვენს შვილებს, რომ ქორწინებამდე ჰქონდეთ სექსი და თავად გადაწყვიტონ, გათხოვდებიან თუ არა!

პატიოსნება ქალიშვილობით არ გამოიხატება! ბევრი ქალიშვილი ვიცი, რომელიც ათასგვარ უზენო საქციელს სჩადის. სექსის გამო ადამიანს ვკლავთ და სიცოცხლეს ვუსპობთ.

მე არ მინდა ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება. იმედია, ნელ-ნელა სოფლებშიც შეიცვლება აზროვნება და ქალი თავად გადაწყვეტს თავის ბედს.

ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი აზრი, ბევრიც გაბრაზდება ამ პოსტზე, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვიქნები, სექსის გამო ბავშვებს არ უნდა ვკლავდეთ!“- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

ასევე იხილეთ