„მამაკაცების ვნებას ქალის სუნამოებზე მეტად ამძაფრებს – გოგრის სუნი და ქალის ვნებებს – კიტრის სუნი!!!“

კულინარი და ტელეწამყვანი, ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც აღწერს, თუ რა მომქედებს ქალის სუნამოზე უფრო მეტად მამაკაცის ვნებაზე.

გთავაზობთ მის პოსტს:

„როგორ გავაძლიეროთ სიყვარული გემოთი და სუნით!

მე სამზარეულოში მეცნიერებიდან მივედი – ჯერ გემოსა და სუნის მეცნიერულად კვლევა დავიწყე და შემდეგ გადავწყვიტე ყველა ის გემო და არომატი აღმედგინა და შემესწავლა, რაც ჩემსა და ჩვენსა და დანარჩენი კაცობრიობის მეხსიერებაშია შენახული;

ამ კვლევების დროს – მთავარი „არსება“ დამხვდა, 1 კილო 800 გრამიანი ამოუცნობი ობიექტი – ტვინი, რომელიც ყველა საიდუმლოს ნაოჭებს ქვეშ ინახავს;))) ამიტომ ტვინის „ბურღვა“ დავიწყე;)))

ფორმულა ასეთია – ადამიანი გარესამყაროს აღიქვამს 5 გრძნობით; ალბათ, იცით, რომ მეტნაკლებად ეს 5-ვე გრძნობა გვჭირდება ხინკლის დაგემოვნებისას – მზერა, შეხება, სმენა, ყნოსვა და გემო…  მაგრამ  აქედან 2 რეცეფცია – გემო და სუნი გასტრონომიის მთავარი მსახურია;)))

და არა მხოლოდ ხინკალი და ქაბაბი;))) სუნი და გემო მოქმედებს ჩვენს ყველა სხვა გრძნობაზე და მთლიანად ყველაფერზე…

გემოთი და სურნელით გვიყვარდება ან გადაგვიყვარდება, ვართ საქმიან ხასიათზე ან არ ვართ, სუნი მოქმედებს საქმიან მოლაპარაკებებზე, ბავშვობის მოგონებებზე… და ვნებებზე!!!!

პროფესორმა ალან ჰირშმა ექსპერიმენტით დაადგინა, რომ მამაკაცების ვნებას ქალის სუნამოებზე მეტად ამძაფრებს – გოგრის სუნი და ქალის ვნებებს – კიტრის სუნი!!!

და რატომ გოგრა და კიტრი ამაზე პასუხი არ არსებობს!!!

ერთი ფაქტია – ორივე მცენარე უხსოვარია და როგორც ჩანს ენაამოდგულმა კაცობრიობამ, როცა სუნით ამოცნობის ნაცვლად უკვე საყვარელი ადამიანის სახელის დაძახება ისწავლა – ის წამი დაიმახსოვრა – უხსოვარი კიტრისა და გოგრის ხასხასა სურნელით!!!

სუნი „ოხერია“ – არომატული მოლეკულები ცხვირისა და ხახის გავლით ტვინის იმ ნაწილში მუშავდება, რასაც ღრმა ლიმბური სისტემა ჰქვია და იქვეა ემოციების შეგრძნების ტვინის ნაწილიც;

ამიტომ სურნელს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ემოციებზე!!!

დაყნოსავ ვანიალიან ორცხობილას და მესამე კლასში გადაცხოვრდები; სუნი გვეხმარება დროში თამამად ვიმოგზაუროთ!!!!

და მთავარი: უძვირეს სუნამოებზე მეტად ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს ნატურალური სუნები, კიტრი, გოგრა, ბალახი, სუფთა ჰაერის, ვანილის, დარიჩნის….

და ამიტომ: პროფესორი ალან ჰირში გირჩევთ –  რომ თუ გსურთ მამაკაცის ან ქალის გული მოიგოთ, მუდმივად უნდა გქონდეთ სუნი, რომელიც მათ ბავშვობას ახსენებს…

ბავშვობა კი ბედნიერია და ასდის: ვანილის, დარიჩინის, ზახულის არდადეგების მინდვრების და ზღვის ტალღების სუნი…

დარჩით ჩვენთან, ჩვენთან მაგარია ❤

პ.ს. გუშინ „პოსტ ალიონში“ ქალისა და მამაკაცის სიყვარულის ელექსირები მოვამზადე გოგრით და კიტრით და სრულიად დილის გადაცემის თანამშრომელი ლამაზი გოგოები და ბიჭები იწერდნენ ამ რეცეპტს;))) სიყვარული დაფრინავს….. კიტრის და ვარდის არომატივით“.

ასევე იხილეთ