“მარტივადაა ყველაფერი, მონობამ დაღალა და ბესელიას ტრიუკი გაიმეორა, “დიდებით” წამოსვლა გადაწყვიტა”

ჟურნალისტი ზურა დვალაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დიდი ბოდიში მის ფანებთან 🤣 მაგრამ პრემიერი, რომელიც მის ვერცერთ მინისტრს ვერ აკონტროლებს, 20 ივნისს, შსს მინისტრობის დროს აქციას ისე დაარბევენ არც კითხავენ, პლუს მელიას ოფისის დარბევის შეწინააღმდეგების გამო თანამდებობის დატოვება უწევს, და ლიდერობანას თამაშობს ამდენი წელია, ისე რომ გუნდში არავის ლიდერი არააა, არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს…

ყოველთვის პაიკი იყო ივანიშვილის ხელში და მის ხვედრს მშვენივრად ეგუებოდა მონური მორჩილებით…

მარტივადაა ყველაფერი, მონობამ დაღალა და ბესელიას ტრიუკი გაიმეორა 🙂 “დიდებით” წამოსვლა გადაწყვიტა.

წამოსვლის შემდეგ მისმა განცხადებამ დაადასტურა, რომ დეკორაცია იყო მთავრობაში.

მესმის საზოგადოების მხრიდან ლამაზი დეკორაციული ნივთებისადმი მიდრეკილება, მიტ უმეტეს, როცა ამ ბოლო დროს დეფიციტურია 😀
მაგრამ ეს მოთქმა-გოდება ძალიან ზედმეტია 😀 ის არც ლიდერი იყო და არც პრემიერი… მისი იმედიც ტყუილად გქონდათ და ახლაც ნუ გექნებათ…

სამწუხაროდ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებდა და ისევ ივანიშვილი იღებს და ამდენი წელი მის გადაწყვეტილებებს ასე მონურად რომ აღასრულებდა და დღეს წავიდა, ეს ძალიან კარგია გახარიასთვის, როგორც პიროვნებისთვის და გულწრფელად ვულოცავ თავისუფლებას 🤣

მაგრამ შენ რა გიხარია ან რა გატირებს ჩემო ერო?! 😀

p.s. არც ის გამიკვირდება ივანიშვილის ტრიუკი იყოს ეს ყველაფერი 😀

“ქოცებო”; “ნაცებო” ნუ შეშფოთდებით დიდად არაფერი შეცვლილა 🤣

დანარჩენებო ჩვენი საშველი არსაიდან სჩანს, შეშფოთდით 🤣”

ასევე იხილეთ