“მანქანა დაჯახებია, ვეცდებით, შენობაში მაინც გადავიყვანოთ, მაგრამ, აი, მერე რა ვქნათ”

სოციალური ქსელის მომხმარებელი თებროლე ურუშაძე ,,ფეისბუკის” ჯგუფში ,,ცხოველთა უფლებების კომიტეტი” მიუსაფარი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, ძაღლს მანქანა დაეჯახა და სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს.

,,ტყიბულში. ახლახანს მეუღლემ ნახა სამსახურში მიმავალმა, მანქანა დაჯახებია, გადაყვანა რომ დავუპირე მიღრინაო, ტკივილისგან და სიმწრისგან. მე და ერთი ქალბატონი მივაკითხავთ მალე და ვეცდებით, შენობაში მაინც გადავიყვანოთ, თუ შევძლებთ, მაგრამ, აი, მერე რა ვქნათ, არ ვიცით,”– წერს თებროლე ურუშაძე.

ასევე იხილეთ