“ამერიკის სენატზე და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს?”

მაინტერესებს ამერიკის სენატზე და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს? – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„იქ იყო ადგილზე ლიკვიდირებული ოთხი დემონსტრანტი, 150 კაცია დაპატიმრებული, მიდის ძიება, მოთხოვნა არის დღემდე კომისიის შექმნის, რომლიც განიხილავს ტრამპის როლს და ეს ფაქტი შიდა ტერორიზმად არის მოხსენიებული იგივე ადამ კინზინგერის მხრიდან. მაინტერესებს ამერიკის სენატზე და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს?

მინდა გითხრათ, რომ ტრამპის როლი და შეფასება რასაც ის აკეთებდა 6 სექტემბერს, იმასთან შედარებით, რასაც მელია აკეთებდა აქ, არის საბავშო ბაღი. თუ ვინმე მოგვიწოდებს, რომ ჩვენ კანონის არაღსრულების გზით ვიაროთ, მაშინ იქნებ დაგვისაბუთონ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას, რომ კანონი არ უნდა იყოს აღსრულებული? მხოლოდ იმიტომ რომ დამნაშავეები ეფარებიან პოლიტიკურ ფარსს? თუ აგვიხსნიან როგორც ხდება ეს, თუ აშშ-ს საელჩო აგვიხსნის, როგორ შეიძლება ერთდროულად რომ დაგმო ის, რაც ხდება 6 სექტემბერს აშშ დედაქალაქში და არ დაგმო ის, რაც ხდება 20 ივნისს თბილისში და როდესაც შეტევა მიდის ქართული პარლამენტის წინააღმდეგ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ასევე იხილეთ