“ყველა ჩვენმა უცხოელმა ე.წ. მეგობარმა თავის ქვეყანას მიხედოს”

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ჟურნალისტის აზრით, ნიკა მელიას დაკავება მეგობარი ქვეყნების ოფიციალური პირების შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს და მათი განცხადებები საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლაა.

„ძალიან დიდი ბოდიში, მარა არც ისეთი ამერიკა და ევროპა მინდა, რომელიც ჩემს ქვეყანაში კანონის აღსრულებას სამწუხაროდ მიიჩნევს და უკან დახევად, ევროინტეგრაციის გზაზე!

ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვისი გუბერნია და მონები ვიქნებით – ამერიკის, ევროპის თუ რუსეთის!

მონობა არის მონობა!

და ყველა ჩვენმა უცხოელმა ე.წ. მეგობარმა თავის ქვეყანას მიხედოს და შეეშვან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას!

დამოუკიდებელი საქართველო ვართო, რომ ვყვირით დიდის ამბით, ხოდა, ვიყოთ!

თავად გადავწყვიტოთ, ჩვენს სახლში გარდერობი და სკამი სად დავდგათ, მეზობელმა კი არ უნდა მოგვიწყოს სახლი თავის გემოზე!

კიდე ვამბობ – არ მჭირდება მე ისეთი ევროპა და ამერიკა, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ შეშფოთებით და უი-უის ძახილით რომ შემოფარგლება და ამავდროულად, ჩემს ქვეყანაში კრიმინალური პარტიის კრიმინალ ლიდერს რომ იჭერენ და კანონს აღასრულებენ, ამაზე სახეს იხოკავს და ამას ქვეყნის უკან დახევად აფასებს!

რუსეთს რაც უნდოდა ახლა საქათველოში დატრიალებულიყო ნაცების ხელით და საქციელით, ვერ გამოუვიდა და ამ პროცესში აშშ და ევროპა რომ კიდე აქეთ ადანაშაულებს ჩვენს ქვეყანას და სამართალს, რატო იჭერთ დამნაშავესო, გავა…ი ასეთ მეგობრობას და მხარდაჭერას!

ხელისუფლებავ, არ დაიხიო უკან, არ მოექცე იმ უცხოური ზეწოლის ქვეშ, რასაც ახლა ვისმენთ განცხადებების სახით!

აღშფოთებულები ყოფილან თურმე, როგორ გაბედა პოლიციამ და დამნაშავე დააკავა!

საკუთარ ქვეყნებს მიხედეთ და საკუთარ პოლიციას!

ეგ „აღშფოთება“ კიდე ქაღალდზე გადაიტანეთ წერილობით და უკან გაიკ..ეთ დემოკრატიულ ტრ..ში!“, – წერს ნინო ლაბარტყავა.

ასევე იხილეთ