“დაშორება ჩემი გადაწყვეტილება იყო!” – ლუკა კურტანიძეს ოჯახი დაენგრა

მოჭიდავე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ლუკა კურტანიძე ბოლო დროს ძალზედ ემოციური და გულის ამაჩუყებელი ფეისბუქპოსტებით ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს. ის ღიად წერს თავის სულიერ ტკივილზე, დაკარგულ სიყვარულზე. აი, ამონარიდი ერთ-ერთი პოსტიდან.

“მადლობა უფალს რომ ეს ადამიანი არის ამ ქვეყანაზე და მადლობა უფალს რომ მიწყალობა და მიკურთხა მასთან უსასრულო და მარადიული სიყვარული… მაგრამ ახლა კი მეორე ზამთარია რაც განსაცდელმა ცივი სიმარტოვე შემოიტანა ჩვენს სულს და გულში! აირია ერთი მეორეში დარდი, სინანული და ცრემლი! ამ გაუსაძლის დროში კი რამდენჯერ მტირალს სიჩუმეში ცრემლით ჩაძინებია და სიზმრად ბედნიერი წამით გამიხარია

ამ დროის გადასახედიდან აუტანელია ტკივილი, რომელიც ყოველ ბედნიერ დღეებს გახსენებს და დაჭრილ სულში უფრო მეტად გტკივა ყოველი ბედნიერი წამი! ჩემს სულში ვიძახი, ვის მოუყარო მუხლი? ვის შევთხოვო ეს სათხოვარი თუ ტკივილი?! ვის შევბედო და ვის გაუზიარო ეს სულის წუხილი?! ღმერთს თუ სიყვარულს?! ყოველ წმინდანს თუ სიყვარულს?! ეს ხომ ერთია?! ხოდა თვალცრემლიანი მუხლმოყრილი გთხოვ ღმერთო მაღალო, მიცოცხლე და მიხარე ის ამ ქვეყანაზე სადაც არ უნდა იყოს შორს თუ ახლოს…

მიმყოფე ის ბედნიერი და თუნდაც შორიდან მანახე მისი სიხარულით სავსე სიცოცხლე! მე მეტი არაფერი მინდა მისგან!.. ნუ გამკიცხავთ და სისუსტედ ნუ ჩამითვლით ამ წერილს უბრალოდ თვალცრემლიანი გეტყვით არაფერია მისი სადარი ამ ქვეყანაზე არც თანამდებობა არც რაღაც სიმაღლე არც ქონება და არცერთი მსოფლიო ტიტული…” – წერს კურტანიძე.

ირკვევა, რომ ხათუნა მიქაცაძისა და ლუკა კურტანიძის ოჯახი 2019 წლის ოქტომბერში დაინგრა. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” ხათუნამ უამბო. გადაწყვეტილებაც მას მიუღია.

ხათუნა მიქაცაძე კომპანია “ზედაზენისა” და ქართული ზეთის ხილის პიარის ხელმძღვანელი გახლავთ. ექვსწლიანი ქორწინების დანგრევის გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა, თუმცა გულგატეხილი სუსტი სქესის წარმომადგენელი, ყველაზე ძლევამოსილი ხდება და მოთმინების ფიალის ავსებისას, ვერაფერი აჩერებს.

ხათუნა მიქაცაძე: – ლუკამ თავის პოსტებზე კომენტარი თვითონ უნდა გააკეთოს. მე მირეკავენ, ხომ ჯანმრთელად ხარ, რატომ წერს ლუკა ასეთ პოსტებსო? ვიღაცამ ისიც დაწერა, ეს გოგო კომაშიაო.

არც მე და არც ლუკას საჭიროდ არ ჩაგვითვლია, რომ ჩვენი დაშორების შესახებ საჯაროდ გვესაუბრა, საზოგადოებას ეს სცოდნოდა და მერე დეტალები ხმამაღლა განმეხილა. ოჯახზე და პირადზე ღიად საუბარი არ მომწონს.

გაჩნდა სირთულეები, ვცდილობდი მომეგვარებინა, მაგრამ ვერ მოვაგვარე, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება იყო, მისგან მშვიდად წამოვსულიყავი. ისევ ჩემივე ინიციატივით შევინარჩუნეთ მეგობრული და სწორი ურთიერთობა, რასაც მეტნაკლებად ვახერხებთ. ლუკას მხრიდან არის მცდელობა, რომ ისევ ერთად ვიცხოვროთ. მაგრამ დაშორება ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავამთავრე ეს ურთიერთობა.

ჩვენ ექვსი წელი ვცხოვრობდით ერთად. საერთო შვილი არ გვყავს. 2015 წლის დასაწყისში ორსულად ვიყავი და ფედერაციის ამბების დროს იმდენად შეშინებული, შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ მუცელი მომეშალა… მაშინ ლუკას უსამართლოდ მოექცნენ. ლუკას მიმართ გაჩენილი აგრესიის მსხვერპლი გავხდი მეც და ჩვენი შვილიც. გადავწყვიტე, რომ აღარ მინდოდა შვილის გაჩენა. ეს ძალიან ძლიერი ტრავმა იყო ჩემთვის. გაგრძელება

ასევე იხილეთ