“ამ ტილიანს საერთოდ რატომ ეკითხებით აზრს?”

„ამ ტილიანს საერთოდ რატომ ეკითხევით აზრს?“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე „მოქალაქეების“ ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე.

კვესიტაძე ელისაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ტოლობის ნიშანს სვამს და ამბობს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ორი გაჯიუტებული მხარეა.

„ქვეყანას სჭირდება არა კუნთების თამაში და ერთმანეთისთვის მაგარი ბიჭობის დამტკიცება, არამედ კომპრომისი. კი არ უნდა ვიპოლიტიკანოთ, არამედ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა. დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. სანამ მართლა გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულში. და აგერ უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა. სანამ გადაჩეხილა უფსკრულში, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ გაჯიქება ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს“.- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე იხილეთ