„არ იცით, როგორი გოგო წავიდა კოვიდით… ყველა გარდაცვლილზე ხართ პასუხისმგებელი, ვინც შეგეძლოთ, აგეცრათ…“

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა და სვამს აქტუალურ შეკითხვას, რატომ უნდა იხოცებოდნენ საქართველოში ახალგაზრდა ადამიანები კოვიდინფექციით, როცა მსოფლიოში ადგილი აღარ დარჩა, სადაც ვაქცინაცია არ არის დაწყებული.

„გამეცით პასუხი,  როცა კოვიდით ადამიანები კვდებიან, კვდებიან ახალგაზრდა  ადამიანები, როცა რუკაზე რამდენიმე ადგილი დარჩა, სადაც ვაქცინაცია არ დაწყებულა, და მათ შორის საქართველოა. როცა  კაცმა არ იცის, როდის დაიწყება. და იქნება კი? მარტში იქნება, უი არ იქნება, ის იქნება, ეს იქნება,  გადაიდო… ხალხი კვდება, კვდებააა. გესმით თქვენ.

ყველა გარდაცვლილზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. და რა ჰქვია ასეთ მთავრობას?  დაარქვით თქვენ. რაში მჭირდება ეს შავი ჯიპებით მოგრიალე კოსტუმიანი ხალხი…  ვინ ხართ საერთოდ… ყველა  გარდაცვლილზე ხართ პასუხისმგებელი, ყველაზე, ვინც შეგეძლოთ აგეცრათ,  ვერ ქენით… თავი ვერ მოაბით, ფული საარჩევნოდ შეჭამეთ.  ყველა გარდაცვლილზე ხართ პასუხისმგებელი.

არ იცით, როგორი გოგო წავიდა.. არ იცით“.

ასევე იხილეთ