მისი ბოლო ცეკვა საავადმყოფოში – შუბლაძე გარდაცვლილი დის ვიდეოს აქვეყნებს

გუშინ  ნინი შუბლაძის და, პიარტექნოლოგი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ახლახან ნინომ სოციალურ ქსელში, დისთვის კლინიკაში გადაღებული ბოლო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სოფო ცეკვავს და თავის გულშემატკივრებს ამხნევებს.

უსამართლობის ზეიმია! არა, უსამართლობის დღესასწაული!!! ესეც მისი ბოლო ცეკვა საავადმყოფოში !!!!!! იქედანაც ჩვენ გვამხნევებდა!გული მეწვის ისე მენატრება!!!! ჩემი დღესასწაული გოგო“, – წერს ნინო შუბლაძე.

ვიდეოში სოფო ამბობს: ვცდილობ არ შევიმჩნიო არც ვირუსი და არც, ის რომ სუნთქვა არ მყოფნის.

სოფო შუბლაძე პარტნიორები საქართველოს დირექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ტრენერ-ფასილიტატორი იყო.

ასევე იხილეთ