ლედი გაგას დაუბრუნეს გატაცებული ძაღლები, რომელთა მპოვნელსაც ის 500 000 დოლარს ჰპირდებოდა

ამერიკელ მომღერალ და მსახიობ ლედი გაგას დაუბრუნეს დაკარგული ძაღლები – ფრანგული ბულდოგები კოჯი და გუსტავი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ლოს-ანჯელესის პოლიცია ავრცელებს.

ძაღლებს 24 თებერვალს ლედი გაგას თანაშემწე რაიან ფიშერი ასეირნებდა, როდესაც მასთან 2 შეიარაღებული კაცი მივიდა და ძაღლების წაყვანა სცადა. როდესაც ფიშერმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთმა მათგანმა ის დაჭრა. ლედი გაგამ განაცხადა, რომ ძაღლების დაბრუნების შემთხვევაში 500 000 დოლარს გადაიხდის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიღაც მის ძაღლებს იყიდის ან ქუჩაში იპოვის.

ძაღლები პოლიციაში მიიყვანა ქალმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. ის პოლიციელებს და ლედი გაგას წარმომადგენლებს 26 თებერვალს შეხვდა. პოლიციის ინფორმაციით, ქალს ძაღლების გამტაცებლებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიიღებს თუ არა ქალი ლედი გაგას მიერ დასახელებულ ფულად ჯილდოს, ჯერჯერობით უცნობია.

ასევე იხილეთ