“დედა დათვი დააკლეს ზედ და ბელები ბუნაგიდან გამოიყვანეს, რაც კანონდარღვევაა და პასუხი უნდა აგონ”

,,ზოოლოგიური ცენტრი” ორი მიუსაფარი ბელის შესახებ ,,ფეისბუქზე” წერს და აღნიშნავს, რომ ბინადრებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.

,,როგორც იცით, გზდ-მ ჩვენს ცენტრს მოაბარა 2 ახალშობილი დათვის ბელი! როგორც გვიამბეს, ბელები მოქალაქეს ტყეში უპოვია და წამოუყვანია გადარჩენის მიზნით!

მოქალაქემ, რომელმაც ეს ბელები წამოიყვანა ტყიდან, დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან არ გვაქვს უფლება ველურ ბუნებაში ჩარევის.

ვფიქრობ, მოქალაქე ცრუობს, რადგან ასეთი პატარა ზომის ბელები ტყეში ღია ცის ქვეშ არ იქნებოდნენ, ცხადია – სიარული არ იციან და ბუნაგიდან ვერ გამოძვრებოდნენ.

ჩვენი აზრით, დედა დათვი დააკლეს ზედ და ბელები ბუნაგიდან თავად გამოიყვანეს, რაც კანონდარღვევაა და ამაზე პასუხი უნდა აგოს მოქალაქემ! სამწუხაროდ, გზდ-მ პასუხი არ მოსთხოვა და მხოლოდ ჩამოართვა ბელები.

ამ შემთხვევაში, ორმაგი დანაშაული მოხდა! დედა დათვის მკვლელობა! ბელების სამუდამო ტყვეობაში გაწირვა! და ყველაზე მთავარი, ბრაკონიერის დაუსჯელობაა…

ჩვენს ბინადრებს ესაჭიროებათ თქვენი დახმარება როგორც ფინანსურად – ასევე, საკვები პროდუქტებით.

მადლობას გიხდით ყველას, ვინც პერიოდულად გვეხმარებით დათვების მოვლა-პატრონობაში.

დაწვრილებით ინფორმაციისთვის ჩვენი ცენტრის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს. Bears-shelter.com
ა(ა)იპ “ზოოლოგიური ცენტრი” ს/კ 436038226
საქართველოს ბანკი:
#GE05BG0000000037320500″, – წერია ზოოლოგიური ცენტრის ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ