“3 სამსახურში ვმუშაობ და ვინმე თუ მხოლოდ სექსუალურობას ხედავს ჩემში, მისი პრობლემაა”

„ღამის შოუს ბენდის“ წევრი, თათა გიორგობიანი მომხიბვლელი გოგოა. ის ეკრანზე თამამად ჩაცმასაც არ ერიდება. 

ჟურნალ „თბილისელებთან“ მან კარიერისა და ქალის სექსუალურობის შესახებ ისაუბრა.

„არ ვთვლი, რომ სექსუალობა ცუდი რამ არის. ქალს სხვადასხვა მხარე აქვს და სექსუალურობა ერთ-ერთია. თუ ვინმე ჩემში მხოლოდ ამ მხარეს ხედავს, ეს მისი პრობლემაა. ამ ეტაპზე ფსიქოლოგიის მაგისტრანტი ვარ, სამ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობ და მათ შორის, ფინანსური მარკეტინგის განხრით. ჩემს გვერდს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს. ვინ რას დაინახავს, მათი საქმეა და მათი აღმის დიაპაზონით განისაზღვრება“– ამბობს თათა გიორგობიანი.

 

ასევე იხილეთ