ნინი ქარსელაძე თაფლობის თვეს საზღვარგარეთ ატარებს

ახალდაქორწინებული მომღერალი ნინი ქარსელაძე ქმართან, ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილთან ერთად თაფლობის თვეს საზღვარგარეთ ატარებს.

მომღერალმა მოგზაურობის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები „ინსტაგრამ სთორიზე“ გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ნინის რჩეული, 38 წლის ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილი წლების წინ ქორწინებაშიც იმყოფებოდა და პირველი მეუღლისგან ორი შვილიც ჰყავს.

ნინიმ საზოგადოებისგან მალულად იქორწინა. მომღერლის რჩეული მასზე 8 წლით უფროსია.

ასევე იხილეთ