“სააკაშვილს ჩანაწერები არ გამოელევა, წლების განმავლობაში აგროვებდა და კიდევ გამოაგდებს, ოღონდ მანიაკალურად აკვიატებულ მიზანს მიაღწიოს”

ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გახსოვთ, ალბათ, 2007 წლის ფილმი “ნოემბრიდან ნოემბრამდე”, რომელიც ხელისუფლებამ და მაშინდელმა პროკურორმა გვარამიამ ფარული ჩანაწერებით ააწყო.

მაშინ სატელევიზიო სივრცე გაჯერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუდის მიერ მომზადებული ფარული ჩანაწერებით, რომელთა შესახებაც სააკაშვილმა შემდგომ თქვა, რომ “ოპოზიციის მორალური სახის საჩვენებლად სჭირდებოდათ” და ამიტომ არ მოჰყვა აგენტობაში დადანაშაულებული პოლიტიკოსების სისხლის სამართლებრივი დევნა.
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ფარული ჩანაწერები ჯერ სოციალურ ქსელებში ქვეყნდებოდა და ტელევიზიები შემდეგ უჩვენებდნენ ან ასმენინებდნენ მაყურებელს დოზირებულად.
ახლა პირიქით მოხდა: ჯერ ტელევიზიამ მოასმენინა მაყურებელს და შემდეგ გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
ამას თუ პროგრესი ჰქვია, მაშინ დაბეჯითებით შეიძლება თქმა, რომ ქვეყანაში ვითარება გეომეტრიული პროგრესიით უარესდება და ძალიან დიდი სისწრაფით მივექანებით უფსკრულისკენ! 🤔
კოლეგებო!
სააკაშვილს ჩანაწერები არ გამოელევა, წლების განმავლობაში აგროვებდა და კიდევ გამოაგდებს, ოღონდ მანიაკალურად აკვიატებულ მიზანს მიაღწიოს – კვლავ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება!
რას აკეთებთ?!
რატომ აყენებინებთ თავს?!”-წერს მძინარაშვილი.
ასევე იხილეთ