“ყვავილები უყვარდა ძალიან, საავადმყოფოში სულ ახალ-ახალ თაიგულებს გვთხოვდა”

25 თებერვალს ნინი შუბლაძის და, პიარტექნოლოგი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა. მას ერთი გოგონა დარჩა. 

სოფოს და, ჟურნალისტი ნინო შუბლაძე სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილი დის შესახებ ემოციურ ამბავს იხსენებს:

ყვავილები უყვარდა ძალიან, საავადმყოფოში პირველმა ნინუკამ მიუტანა ვარდები და იმის მერე სულ ახალ ახალ თაიგულებს გვთხოვდა, ასე სასტუმროს ნომერში მგონია თავი და კარგ განწყობაზე მაყენებსო.

ჰოდა, ვასრულებდით მორჩილად მის თხოვნას და მიგვქონდა ასე პალატაში ხან მე, ხან მეგობრებს სამ დღეში ერთხელ ლამაზ ლამაზი თაიგულები.

დღესაც აუცილებლად სახლში დიიდ ლამაზ თაიგულს მოიტანდა, სულ არ აღიარებდა 8 მარტს, მაგრამ მიზეზი ექნებოდა თავად იყო დღესასწაული გოგო!“, – წერს ნინო შუბლაძე.

ასევე იხილეთ