“თუში გიორგის ოპერაციისთვის საჭირო 132 ათასი ლარი მაყურებელმა 40 წუთში შეაგროვა!“

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა კიდევ ერთ ადამიანს დაეხმარა, რომელსაც ოპერაციისთვის თანხა სჭირდებოდა. საზოგადოებამ თუში გიორგისთვის აუცილებელი ფინანსები ზუსტად 40 წუთში შეკრიბა. გადაცემის შემდეგ გადაცემის წამყვანმა დაწერა:

„მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ამდენი გაჭირვებული ცხოვრობს, ამდენი ემიგრანტი და კვირაში ერთხელ,  სხვას ასი ათასობით ლარს უგროვებს.

მეც კი არ მჯეროდა, რომ ეს თანხა შეგროვდებოდა!

თუში გიორგის ოპერაციისთვის საჭირო 132 ათასი ლარი მაყურებელმა 40 წუთში შეაგროვა!

არც კი ვიცი, რა ვთქვა! სასწაული ხალხი ხართ!

თემურ ჭყონიას პერსონალური მადლობა. ყოველთვის მზადაა ქველმოქმედებისთვის!“

დღეს დილას ნანუკამ კიდევ ერთხელ განაახლა ინფორმაცია ჩარიცხვებთან დაკავშირებით და აღნიშნა:

„დღეს დილით გავიღვიძეთ და ჰოი, საოცრებავ, რას ვხედავთ, 152, 233 ლარია ანგარიშზე.

ამას ემატება „კოკა-კოლას“ 10 ათასი ლარი. უღრმესი მადლობა თემურ ჭყონიას, თითოეულ თქვენგანს, ყველას, ვინც ერთი ლარი ჩარიცხეთ.

მადლობა Tegeta Motors – თეგეტა მოტორსი – დღეს დილით ანგარიშზე მათ მიერ ჩარიცხული 5 ათასი ლარი დაგვხვდა…

თქვენზე მაგარი ხალხი სამყაროში არ არსებობს“.

ასევე იხილეთ