ანა დოლიძე: „რვასაათიანი მშობიარობა მქონდა, მაგრამ ოჯახისგან დიდი მხარდაჭერა მივიღე…“

ანა დოლიძეს ახლახან მეორე შვილი შეეძინა. პოლიტიკოსი ქალბატონი უკვე ფორმაში ჩადგა და თავის გვერდზე ლაივჩართვაც შემოგვთავაზა კლინიკიდან, სადაც მშობიარობასა და შემდგომ პერიოდზე და ასევე შვილის შესახებ ისაუბრა.

პატარა პაუზის შემდეგ მოგესალმებით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გითხრათ ყველას ძალიან დიდი მადლობა, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ამ  ცოტა რთული დღეების განმავლობაში მივიღე.

ჩვენ მივდივართ სახლში, უკვე მესამე დღეა. ძალიან დიდი თავგადასავალი გამოვიარეთ მე, პატარა კრავაიმ და ჩემმა ოჯახმა. მქონდა რვასაათიანი მშობიარობა, ექვსი საათი ისე რა და ორი საათი ინტენსიური. იმხელა მხარდაჭერა მქონდა, რომ ძალიან მადლიერი ვარ, პირველ რიგში, ჩემი ოჯახისგან და მეუღლისგან.

მადლობელი ვარ კლინიკის, ექიმების… თავგადასავლის დასაწყისი უკავშირდება ძალიან ბევრი ადამიანის სიკეთეს უკავშირდება.

მე, პირადად, საკმაოდ დაღლილი და ძალიან ბედნიერი მივდივარ სახლში, დროებით, ახალ როლში, ახალი ფიქრებით, ახალი მოსაზრებებით, თუმცა ძალიან მალე დაგიბრუნდებით“.

ასევე იხილეთ