“ჩემი შვილის დაკრძალვიდან სამი დღე იყო გასული, სარკეში რომ ჩავიხედე და ჩემს თავს ვუთხარი…”

თოქ-შოუ “პროფილი” დღეს იუბილარია. გადაცემა 12 წლისაა. როგორც მაია ასათიანი ამბობს, თოქ-შოუს იუბილე ორი წლის წინ აღნიშნეს, წელს კი ამაზე არ უფიქრიათ.

გუშინ შემთხვევით გამახსენდა, რომ 4 ივნისს “პროფილი” 12 წლის გახდა. მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. ორი სხვადასხვა ადამიანი ვარ: მაშინ, როდესაც “პროფილს” ვიწყებდი, სულ სხვა ვიყავი და დღეს სულ სხვა ადამიანი ვარ. სხვანაირი გავხდი, უფრო ძლიერი, უფრო უშიშარი! მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, წინ რამ მელოდა, ან ამ გადაცემიდან რა გამოვიდოდა. რეპორტიორი ვიყავი და ისიც კი არ ვიცოდი, სტუდიაში როგორ უნდა მემუშავა. დეკორაციაში თავს ძალიან უცხოდ ვგრძნობდი.

მე ჩემმა საქმემ გადამარჩინა. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ მხოლოდ საქმემ გადამარჩინა. ჩემი შვილის დაკრძალვიდან რამდენიმე დღე იყო გასული, არც კი, ორი-სამი დღე არ დამავიწყდება, სარკეში ჩავიხედე და… ჩემს თავს ვუთხარი, გარეთ უნდა გავსულიყავი და წავსულიყავი იქ, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად მიხარია, ჩემს სამსახურში. ასეც მოხდა. იუბილეს არ ვიხდით, რა დროს იუბილეა?! ჩვენს საქმეს ეთერში ვამტკიცებთ. მადლობა ყველას, ვინც მოგვილოცა. 4 ივნისი ჩემი მეორე დაბადების დღეა! ამ გადაცემამ მე ძალიან შემცვალა”, – ამბობს მაია ასათიანი “პრაიმტაიმთან”.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

ასევე იხილეთ