“ვიცით, რომ სულთნობა გინდა ძმაო – გამჩნევთ”

ვიცით, რომ სულთნობა გინდა ძმაო – გამჩნევთ – ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესებში, მხოლოდ პოლიტიკური კომენტატორის როლში ყოფნას არ აპირებს.

“ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ აქ მივდივართ ბოლომდე. როცა ვამბობ ჩვენ, ვამბობ ჩვენ და ამას, მათ შორის, პირველ პირშიც ვამბობ. მე არ ვაპირებ პოლიტიკური კომენტატორის როლით შემოვიფარგლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ აქტიურად ჩართულები პროცესებში, რა თქმა უნდა ჩვენ გადასარჩენი გვყავს ჩვენი სათაყვანებელი სამშობლო საქართველო და ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება. ეს უბედურება, გაჭირვება, შიმშილი, მათ შორის ძალადობა, პროვინციული ბანძი დიქტატურა, საქართველოს ჭორვილად გადაქცევის მცდელობა… საქართველო, რომელიც უნდა ყოფილიყო სინგაპურზე და დუბაიზე უკეთესი, მათ შორის გახარიას ხელდასხმით, ჩვენი მოდელი არის თურმე ჭორვილა.”– ამბობს სააკაშვილი.

ასევე იხილეთ