მომღერალმა გია დავითიანმა ექიმ ეკა არჩვაძეზე იქორწინა

მომღერალმა გია დავითიანმა ექიმ ეკა არჩვაძეზე იქორწინა. წყვილმა ქორწინების დეტალებზე „პრაიმთაიმთან“ ისაუბრა.

როგორც ირკვევა მათ გაცნობიდან 6 თვეში ხელი მოაწერეს. ეკა არჩვაძე ამბობს, რომ გიამ ძალიან მოკლე დროში შეძლო მისთვის თავბრუსდახვევა.

„მეორედ ქორწინებაზე არ მიფიქრია. თვითონაც გაოგნებული ვარ, რანაირად მოახერხა გიამ ეს. არ ამომასუნთქა. ძალიან მალე განვითარდა მოვლენები“,-აცხადებს ინტერვიუში ექიმი.

როგორც გია დავითიანი ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ახალმა ეტაპმა, პატარა შეყვარებულ ბიჭად აქცია.

„სექტემბრის შემდეგ, როცა უკვე ეკა გავიცანი, ბევრი უძილო ღამე, დარდი და ფიქრი წამოვიდა“,-ამბობს მომღერალი.

წყვილმა ხელი 12 თებერვალს მოაწერა, ამ დღის აღსანიშნავად წვეულება გიას აგარაკზე, ბროწეულაში გაიმართა. წყვილმა თაფლობის დღეები ბათუმში გაატარა.

ასევე იხილეთ